წყალტუბოში ახალგაზრდული ფესტივალი

“არა ძალადობას მოზარდებში” გაიმართება. ფესტივალში ახალგაზრდები იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩაერთვებიან.

ხონის, ვანის სამტრედიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის პრომეთეს მღვიმეში ექსკურსია მოეწყობა, სასტუმროში “პლაზა” არასამთვრობო სექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით დისკუსია ჩატარდება, გაიმართება შეჯიბრება ქუჩის კალათბურთში, დაგეგმილია შემოქმედებითი ხეივანის გახსნა.

დღის ბოლოს კი საკონცერტო დარბაზში “ივერია”” მოეწყობა სლოგანების კონკურსი და საუკეთესი ვიდეორგოლის კონკურსი “არ ძალდობას მოზარდებში”.
ფესტივალი 7 ივლისს გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *