განათლება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აუდიტორიები და კორიდორები გარემონტდება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აუდიტორიები და კორიდორები გარემონტდება. სამუშაოებისათვის ტენდერი ორ ნაწილადაა გამოცხადებული. I კორპუსის აუდიტორიების (ქუთაისი, თამარ მეფის 59. აუდიტორიები №№1224,,1122, 1226, 1227, 1229, 1221, 1107, 1112) და კოლიდორის, აგრეთვე XVIII კორპუსის აუდიტორიებისა (ქუთაისი, ი.ჭავჭავაძის 21. ოთახი №№219ა, 219ბ, 320) და VI კორპუსის სარემონტო სამუშაოებისათვის (ქ.ქუთაისი, ვ.კუპრაძის 17) 45 ათასი ლარია გამოყოფილი.

57 ათასი ლარია გათვალისწინებული უნივერსიტეტის III კორპუსის აუდიტორიების (3207, 3208, 3303, 3306, 3317, 3410, 3414, 3515, 3104, 3101, 3102), კორიდორების მოსაწყობად.

სულ უნივერსიტეტის აუდიტორიებისა და კორიდორების მოსაწყობად 102 ათასი ლარია გათვალისწინებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აუდიტორიებში შეიღებება კედლები და ჭერი, მოწესრიგდება იატაკი, გამოიცვლება დაფები, გაკეთდება ახალი ელექტროგაყვანილობა, ზოგან შეიცვლება ფანჯრები და გაკეთდება მეტალოპლასმასის ფანჯრები ორმაგი მინით, XVIII კორპუსში სახურავის სარემონტო სამუშაოებიც ჩატარდება. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ახალი, მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს. ამასთანავე შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე წარმოადგინოს შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სერთიფიკატები).
მიმწოდებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოების პროცესში მისი მიზეზით დაზიანებული ინფრასტრუქტურა; მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს შესრულების დროს დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები და წესები.

ორივე ტენდერზე წინადადებების მიღება 15 ივლისიდან დაიწყება და 20 ივლისს დასრულდება.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100 პროცენტიანი გრანტით 12
სტუდენტი ჩაირიცხა.
17:47 / 16.09.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100 პროცენტიანი გრანტით 12 სტუდენტი ჩაირიცხა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურას სკოლაში მხოლოდ 5 ბავშვი
სწავლობს.
16:25 / 16.09.2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურას სკოლაში მხოლოდ 5 ბავშვი სწავლობს.
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 23 სექტემბერს დაიწყება.
15:15 / 16.09.2019
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 23 სექტემბერს დაიწყება.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
15:14 / 16.09.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
14:18 / 16.09.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 27 °C
img
ქუთაისი 15 - 22 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019