განათლება
აწსუ-მ წელს პირველად უცხოელ სტუდენტებს დიპლომირებული მედიკოსის სტატუსი მიანიჭა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის გამოსაშვები საღამო სიმბოლურად მედიკოსთა დღეს, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, ქალაქში მოღვაწე მედიცინის მუშაკების თანდასწრებით გაიმართა, სადაც ქართველმა და უცხოელმა კურსდამთავრებულებმა ჰიპოკრატეს ფიცი საზეიმოდ დადეს.

აწსუ-ში სხვადასხვა ფაკულტეტების გამოსაშვები საღამოების გამართვა ერთგვარი ტრადიციაა, თუმცა მედიცინის ფაკულტეტის წლევანდელი გამოშვება განსაკუთრებული იმით იყო, რომ უნივერსიტეტმა წელს პირველად უცხოელ სტუდენტებს დიპლომირებული მედიკოსის სტატუსი მიანიჭა.

"ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საქართველოში მიღებულ ცოდნას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამოიყენებენ".- ასე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ იმ ნიგერიელი სტუდენტების შესახებ განაცხადა, რომლებმაც 6 წლის წინ საკუთარი არჩევანი წერეთლის უნივერსიტეტზე შეაჩერეს.

"ძალიან მონდომებული სტუდენტები იყვნენ. მიზანდასახულები და ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საქართველოში მიღებულ ცოდნას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამოიყენებენ. მინდა ჩემს უცხოელ სტუდენტებს მივულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო წარმატება." - განაცხადა სასწავლებლის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ.

პირველი უცხოელი სტუდენტები სასწავლებელმა 2012 წელს ნიგერიიდან მიიღო. ამის შემდეგ წერეთლის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სწავლის სურვილი ახალგაზრდებმა ირანიდან, ერაყიდან და ინდოეთიდან გამოთქვეს. სულ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე სხვადასხვა ქვეყნის 350-მდე სტუდენტი სწავლობს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ქართველ და უცხოელ სტუდენტებს საინტერესო პროგრამებით ახალი სასწავლო წლიდან ისევ ელოდება.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
წერეთლის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
15:52 / 14.06.2019
წერეთლის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაბული
08:48 / 14.06.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაბული
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს, 
მთელი საქართველოს მასშტაბით
13:23 / 12.06.2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს,  მთელი საქართველოს მასშტაბით
საერთო სამაგისტრო გამოცდები 17 ივლისიდან დაიწყება. შეფასებისა
13:05 / 12.06.2019
საერთო სამაგისტრო გამოცდები 17 ივლისიდან დაიწყება. შეფასებისა
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივნისი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
თბილისი 17 - 31 °C
img
ქუთაისი 19 - 34 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019
ქუთაისის საკრებულოს წევრს ნანა კოსტავას მედიასაშუალებები აღარ გააშუქებენ

ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.

20:09 / 30.05.2019