განათლება
დღეს გამოცდებს მასწავლებლები და გრანტის მსურველი სტუდენტები აბარებენ
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება.
დღეს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტები გამოცდებს შემდეგ საგნებში აბარებენ: ფიზიკა, მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ქიმია, სპორტი.

დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 64%-ზე მეტი.

15:00 საათზე კი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

სურვილის შემთხვევაში, გამოცდის მონაწილეებს საგამოცდო ცენტრებში საკუთარი კალმის შეტანა შეუძლიათ. საწერი კალამი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს: იყოს აუცილებლად შავი ფერის და ჰქონდეს 0,5 მმ-დან 0,7 მმ-მდე ბურთულიანი წვერი.

| Print |