საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს.

დღეს აბიტურიენტები სამოქალაქო განათლების გამოცდას აბარებენ. დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი აბიტურიენტი. 

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ქიმიის გამოცდით გაგრძელდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
სურვილის შემთხვევაში, გამოცდის მონაწილეებს საგამოცდო ცენტრებში საკუთარი კალმის შეტანა შეუძლიათ. საწერი კალამი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს: იყოს აუცილებლად შავი ფერის და ჰქონდეს 0,5 მმ-დან 0,7 მმ-მდე ბურთულიანი წვერი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *