აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მასწავლებლების მოსამზადებელ სამაგისტრო (ინტეგრირებულ) პროგრამებზე – დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი – 200 სტუდენტს მიიღებენ. აქედან 180 სტუდენტის სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. 20-ს კი სწავლის საფასურის გადახდა მოუწევს. 

იმისათვის, რომ აბიტურინეტებმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლების მოსამზადებელ სამაგისტრო (ინტეგრირებულ) პროგრამებზე – დაწყებითი საფეხური – ისწავლონ შემდეგი პროგრამული კოდი უნდა მიუთითონ – 0091001 

განახლებული პროგრამა 5 წლიანი გახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე ჩარიცხული სტუდენტები 4 წლის ნაცვლად 5 წელი ისწავლიან და მათ დამატებით მაგისტრატურის გავლა აღარ მოუწევთ: წელს ჩარიცხულ სტუდენტებს მიენიჭებათ განათლების მაგისტრის კვალიფიკაცია. ეს სტუდენტები სწავლის დასრულების შემდეგ უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებენ და სკოლებში ამ სტატუსით შევლენ.” – განაცხადა ვლადიმერ ადეიშვილმა.

გთავაზობთ უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალს, რომლებიც განახლებულ პროგრამას ახორციელებენ:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 001;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 010;
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 009;
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 114;
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 071;
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 133;
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 014;
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 012.

“შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს უფლება აქვთ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში სასურველი ცვლილება შეიტანონ. პროგრამების შეცვლის, დამატებისა და წაშლის შესაძლებლობა აბიტურიენტებს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთი დღის განმავლობაში ექნებათ.” – აღნიშნულია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის განცხადებაში. 

რეგისტრაცია შესაძლებელია 13-დან 16 აგვისტომდე. 


დაწყებითი განათლების იტეგრირებული პროგრამის კოდები უნივერსიტეტებში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *