განათლება
აბიტურიენტები დაფინანსებისა და ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციას აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში მიიღებენ
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადა გახანგრძლივდა. პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტებს დღეიდან 27 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.

"აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს აბიტურიენტს გააკეთოს საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის ცვლილების (აკრედიტაციის მინიჭება, შეჩერება და ა.შ.) გათვალისწინებით საბოლოო არჩევანი."- წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადის გახანგრძლივების გამო გადაიწევს საბოლოო შედეგების გამოქვეყნება - ჩარიცხვებისა და დაფინანსების მოპოვების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ აგვისტოს ბოლო დღეებში ან სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.

| Print |