ქუთაისის “საზაფხულო ლიდერთა სკოლა”

ბაკურიანში ახალგაზრდების მეორე ნაკადს ელოდება. პირველი ნაკადის 45 ახალგზარდა ბაკურიანს დატოვებს და მათ მომდევნო 45 ჩაანაცვლებს. ბანაკში გატარებული დღეების განმავლობაში ახალგაზრდები საჯარო გამოსვლის ტექნიკებს, დებატების ხელოვნებას გაცენენ, ასევე მიიღეს ინფორმცია მედიის როლის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში და აქტიური მოქალაქის როლები მოირგეს.

პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებსა და ვორქშოებს სპეციალურად მოწვეული სტუმრები უძღვებიან.

ლიდერთა სკოლის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება, ლიდერებად ჩამოყალიბება და მათი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის, ანა შალიკიანის თქმით, ბანაკი ახალგაზრდებს ეხმარება თვითმმართველობის საქმინობის განხორცილების პროცესში დაინახონ საკუთარი როლი.

“პროგრამის აწყობის დროს ძირითადი აქცენტები გაკეთდა იმაზე, რომ დავეხმაროთ ლიდერებს თავის გამოვლენაში, უნარების დახვეწაში. ასევე, მივაწოდოთ ინფრომაცია იმ მექანიზმებისა და ინსტუმენტების შესახებ, რომლის გამოიყენებითაც შეძლებენ უფრო მატივად ადგილობრივ დონეზე თემების ლობირებას, ადვოკატირებასა თუ აქტუალიზაციას. ვფიქრობ, ასეთი ახალგაზრდების გაერთიანება სასიკეთო ძვრებს გამოიწვევს ქუთაისში” – ამბობს ანა შალიკიანი. 

საზაფხულო ლიდერთა სკოლა ჯამში 90 ახალგაზრდას მასპინძლობს.  შეგახსენებთ, რომ პროექტი უკვე რამდენიმე წელია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხორციელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *