გამოცდებისა და შეფასების ეროვნული

ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, წინა წელთან შედარებით, ჩარიცხულ აბიტურიენტთა რაოდენობა თითქმის იგივეა.

“27 ათას 906 ახალგაზრდა გახდა სტუდენტი. ეს მონაწილე აბიტურიენტების თითქმის 70 პროცენტია. თუ შევადარებთ პროცენტულად. წინა წელთან შედარებით მოიმატა სტუდენთა რაოდენობამ. წელს 69,7 პროცენტია, წინა წელს იყო 68, 32. თუმცა შარშან 28 ათას 173 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. პროცენტულად ოდნავ მოიმატა, რაოდენობრივად ოდნავ მოიკლო სტუდენტთა რაოდენობამ”,- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებლებში ჯამში თავისუფალი 14 ათას 969 ადგილი დარჩა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *