ქუთაისის ბაგა-ბაღებში მოსწავლეთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო.

სარეგისტრაციო პროცესი 15 სექტემბერს დასრულდება. 

მოსწავლეთა რეგისტრაცია სასურველ ბაგა-ბაღში 10:00-დან 16:00 საათამდე გაგრძელდება. 

რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

ბავშვის დაბადების მოწმობის დედანი;
ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ბავშვის ორი ფოტოსურათი(3/4);
სოციალურად დაუცველის ან დევნილის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განეკუთვნება აღნიშნულ კატეგორიას);
მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში- ფორმა #100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე.

ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ჩარიცხვის დროს, პრიორიტეტი ენიჭებათ:
ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე;
ერთი ოჯახის დედმამიშვილებს;
დევნილთა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს (განსაზღვრული რაოდენობა).

სასწავლო პროცესი ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში 24 სექტემბრიდან განახლდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *