აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 24 სექტემბერს დაიწყება.

სექტემბერში სწავლას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები განაახლებენ. რაც შეეხება მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებს, მათთვის სასწავლო პროცესი 1-ლ ოქტომბერს დაიწყება.

ბაკალავრიატის საფეხურის პირველკურსელთა რეგისტრაცია 6 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე იწარმოებს, ხოლო მაგისტრანტებისათვის სარეგისტრაციო პროცესი 10 სექტემბრიდან დაიწყება და 21 სექტემბერს დასრულდება.

უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წელს 100%-იანი გრანტით 8 სტუდენტი ჩაირიცხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *