იმერეთიდან 14 წარჩინებული მოსწავლე და 2 პედაგოგი ლატვიაში გაემგზავრნენ.

ისინი მონაწილეობას გაცვლით პროგრამაში მიიღებენ. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ლატვიაში საქართველოს საელჩოს ესტუმრებიან და სხვადასხვა სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

,,თქვენ გაქვთ საუკეთესო შანსი, ჩვენი რეგიონი და საკუთარი მუნიციპალიტეტები წარმოაჩინოთ და გააცნოთ ლატვიელ ახალგაზრდებს. თქვენ უნდა დააინტერესოთ თითოეული მათგანი, რომ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდეთ. გპირდებით, ყოველთვის ხელს შევუწყობ ნიჭიერი ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასა და ჩართულობას,”–განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლონეთში ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან 15 წარჩინებული მოსწავლის გამგზავრებაც იგეგმება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *