იმერეთში, სოფელ ბაჯითში ახალი

სკოლა გაიხსნა. ახალ სასწავლებელში 4 მოსწავლე ირიცხება. თანამედროვე სტანდარტების შენობის მოწყობა 600 ათასი ლარი დაჯდა. 

“სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ,შავლეგო ტაბატაძემ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაჯითში მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა გახსნეს. აღნიშნულ სკოლაში ამ ეტაპზე 4 ბავშვი ისწავლის. იქნება 2 კლას-კომლპექტი.”- აღნიშნულია იმერეთის გუბერნიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იმერეთის გუბერნატორმა ახალი სასწავლო წლის დაწყება დღესვე საჩხერის მშობლიური  #3 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებსაც მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში სკოლის დირექციამ შავლეგო ტაბატაძეს, საპატიო ელჩის ტიტული მიანიჭა.

გუბერნტორმა  ახალი სასწავლო წლის დაწყება  სასულიერო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებსაც მიულოცა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *