,, ძალიან მნიშვნელოვანია ახალ სასწავლო წელს

კომფორტულ გარემოში, რომ იწყებთ.”- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ წტალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში ახალი სკოლის გახსნაზე.

გუმათში მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა გახსნა. აღნიშნულ სკოლაში ამ ეტაპზე 16 მოსწავლე ისწავლის. იქნება 2 კლას–კომპლექტი.

“ძალიან მნიშვნელოვანია ახალ სასწავლო წელს კომფორტულ გარემოში, რომ იწყებთ. შენობა სადაც გასულ წლებში სწავლობდით იყო ავარიული და შეუსაბამო სასწავლო პროცესისთვის. დღეს კი ეს პრობლემა აღარ დგას და თქვენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში გააგრძელებთ სწავლას. ეს პროექტი ნამდვილად არის წარმატებული რეგიონებში და იმ სოფლებში სადაც დღემდე სკოლები არ არსებობდა. მოსწავლეებს ყოველ დღეს უწევდათ რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა. ჩვენს ქვეყანას სჭირდება განათლებული თაობა და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მრავალი სასიკეთო რეფორმა თუ პროექტი განახორციელოს,”– განცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და ღირებულებამ 422 307 ლარი შეადგინა. მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლების მშენებლობის პროექტის ფარგლებში იმერეთში უკვე მეორე სკოლა გაიხსნა. ამავე პროექტით, 17 სექტემბერს საჯარო სკოლა იმერეთის გუბერნატორმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში გახსნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *