განათლება
ჯგუფური და ინდივიდუალური სამუშაო ოთახები, ტერასები, ულტრათანამედროვე ცეცხლმაქრი სისტემა- აწსუ-ს ახალი ბიბლიოთეკა
აწსუ-ს ახალმა საბიბლიოთეკო კორპუსმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო. ახალ კორპუსში ბიბლიოთეკა, სტუდენტური სერვისები, ფაბლაბია განთავსებული. სივრცე სხვადასხვა ტიპის სამკითხველო, ჯგუფურ და ინდივიდუალურ სამუშაო ოთახებად, საკონფერენციო დარბაზებადაა დაყოფილი.

"გვაქვს კლასიკური ტიპის დარბაზები და ოთახები ჯგუფური სამუშაოებისათვის, რომლისთვისაც ადგილის დაჯავშნა ელექტრონულად ხდება. ასევე განთავსებულია ინდივიდუალური სამუშაო სივრცეებიც, ეს ორი კომპონენტი ძველ ბიბლიოთეკებში არ იყო,"-განაცხადა აწსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი ჭიჭინაძემ.




ადგილზე განთავსებულია უნივერსიტეტში შექმნილი ინოვაციური ტექნიკაც. სტუდენტებს განცხადების დაწერა ელექტრონულად შეეძლებათ. ასევე, კორპუსის ფოიეში დამონტაჟებულია ბიბლიოთეკის ელექტრონული გზამკვლევი.



ბიბლიოთეკის წიგნებით შევსება ეტაპობრივად ხორციელდება. ბეჭდური ლიტერატურის გარდა, ივსება ელექტრონული ბიბლიოთეკაც, რომლითაც სარგებლობა მომხმარებელს უფასოდ შეეძლება. წიგნსაცავი ულტრათანამედროვე ცეცხლმაქრი სისტემითაა აღჭურვილი.

"საცავი არის ულტრათანამედროვე ცეცხლმაქრი სისტემით აღჭურვილი. თუ ადრე წყლითა და ქაფით ხდებოდა ცეცხლის ჩაქრობა, აქ გაზით ხდება, რაც ნაკლებ ზიანს აყენებს წიგნებს,"-განაცხადა აწსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა.



კორპუსი ადაპტირებულია შშმ პირებისათვის, არის ლიფტები და პანდუსები.

სამკითხველო დარბაზს აქვთ ტერასები, სადაც სტუდენტებს მუშაობა შეეძლებათ.



გაზრდილია ბიბლიოთეკის სამუშაო გრაფიკი. დარბაზები მკითხველებს  09:00-დან 19:00 საათამდე, შაბათის ჩათვლით მომემსახურება.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო, რომლისთვისაც 2 085 265 ლარი დაიხარჯა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმების
ფესტივალმა უმასპინძლა.
21:41 / 19.10.2018
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმების ფესტივალმა უმასპინძლა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის
17:06 / 18.10.2018
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020
წლისთვის მიიღებს.
11:26 / 15.10.2018
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლისთვის მიიღებს.
ახალი ამბები
საარჩევნო ბიულეტენებში გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით შეიყვანეს
17:01 / 19.10.2018
"ძალა ერთობაშიას" ნაცვლად გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის
ქუთაისის მერი: თვის ბოლოს თეთრი ხიდი გრანდიოზულად გაიხსნება
12:00 / 19.10.2018
თეთრი ხიდის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება.
"თავისუფალი თეატრი" ქუთაისში "კომედიანტებს" უჩვენებს
11:09 / 19.10.2018
მესხიშვილის თეატრს "თავისუფალი თეატრი" ესტუმრება.
"თითოეულ საჯარო მოხელეს ზურაბიშვილის მხარდაჭერთა სიების მოგროვება ევალებათ" - სამსონ გუგავა
12:16 / 18.10.2018
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი,
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ხელი ეთიკის კოდექსს მოაწერეს
15:52 / 17.10.2018
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.
პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა
10:44 / 17.10.2018
გუშინ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა დასრულდა.
"თუ მოასწრეს პარლამენტის წაღება  უკან დავაბრუნებინებთ" - გრიგოლ ვაშაძე
17:17 / 16.10.2018
ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას"
ვალუტა
EUR
EUR
3.0921
TRY
TRY
0.4796
USD
USD
2.6972
ამინდი
თბილისი 11 - 23 °C
img
ქუთაისი 14 - 27 °C
img
ბათუმი 17 - 24 °C
img