ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლისთვის მიიღებს.

ამის შესახებ ფონდ ,,ქართუს” ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და პირველი ეტაპი 2020 წელს დასრულდება.

,,პირველი ეტაპისთვის აშენდება რამდენიმე სასწავლო კორპუსი, თავისი სტუდენტური საერთო საცხოვრებლებითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. ტეროტორიაზე აშენდება სპორტული და გასართობი ობიექტებიც,”-განაცხდა ჩხეტიანმა.

ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირველი ეტაპის სამუშაოები რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაჯდება, მთლიანად პროექტი კი ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.

პირველ ნაკადად ქუთაისი უნივერსიტეტი რამდენიმე ათას სტუდენტს მიიღებს მათემატიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტებზე, გაიხსნება განათლების სკოლაც. მოგვიანებით, უნივერსიტეტს სხვა ფაკულტეტებიც დაემატება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *