2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატში ცვლილებები შევიდა.

ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება.

“წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტების ფორმატში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ამ ცვლილებების მიუხედავად, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი,”-ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში შემცირდა დავალებების რაოდენობა, შეიცვალა მაქსიმალური ქულის რაოდენობა. ასევე, შემცირებულია საგამოცდო დრო.

უცხოური ენების გამოცდაზე ტესტიდან ამოღებულია ერთ-ერთი დავალება. შეიცვალა ტესტის მაქსიმალური ქულაც, ხოლო ტესტის შესასრულებლად გამოყოფილი დრო 10 წუთით შემცირდა.

გეოგრაფიის საგამოცდო ტესტში გაიზარდა ე.წ ღია დავალებების რაოდენობა. შეიცვალა ტესტის მაქსიმალური ქულაც.

ლიტერატურის საგამოცდო ტესტში, დავალებების შემცირებასთან ერთად, შემცირდება გამოცდისათვის განკუთვნილი დროც – 4 საათისა და 15 წუთის ნაცვლად, იქნება 4 საათი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *