აწსუ-ს პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტები

პრაქტიკის გავლას ბაღებში შეძლებენ. ამის შესაძლებლობა იმ მემორანდუმის საშულებით ექნებათ, რომელიც დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტს, ქუთაისის მერიასა და ბაგა-ბაღების გაერთიანებას შორის გაფორმდა.

მისი მთავარი მიზანია, შესაბამისი კომფორტული გარემო შემქნას განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის.

ეს გულისხმობს სპეციალური პედაგოგების მომზადებას, აუტიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობის სპეციალური მოდულების სრულყოფას და პირველად საქართველოში პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩაშენებულ პრაქტიკას ბაღებში. როგორც შეხვედრაზე განაცხადეს,  პრაქტიკა საშუალებას იძლევა გაჩნდეს კვალიფიციური და კონკურენტული საკადრო რეზერვი. ახალგაზრდებს მიეცემათ საკუთარი პროფესიით დასაქმების მეტი შანსი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *