სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა წლებია

2 კერძო სახლშია განთავსებული. მიზეზი სკოლის შენობის ჩამონგრევაა. წყალტუბოში, სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებელები ახალი სკოლის მოლოდინში არიან. სკოლის შესახებ მასალა რადიომ “ძველი ქალაქი” გასული წლის თებერვალში მოამზადა.

სკოლის შენობის მშნებლობა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება და  2019 წელს დასრულდება, ამის შესახებ წყალტუბოში ინფრასტრუქტურის მინისტრიის, მაია ცქიტიშვილის, ვიზიტისას გახდა ცნობილი. სკოლის მშენებლობისათვის დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

2019 წელს დასრულდება კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობა სოფელ გეგუთში. 

წყალტუბოში, სკოლების რეაბილიტაცისათვის ჯამში დაახლოებით 16 მილიონ ლარამდე თანხაა გათვალისწინებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *