განათლება
ხარაგაულის მუნიცპალიტეტის სოფელ კიცხში ახალი სკოლა აშენდება
ხარაგაულის მუნიცპალიტეტის სოფელ კიცხში ახალი სკოლა აშენდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, მარინე ვეფხვაძესთან ერთად, სოფელ კიცხში სკოლის მშენებლობისთვის გამოსაყოფი ფართი 23 იანვარს დაათვალიერა. მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის, გიორგი შენგელაიას ინფორმაციით, სამშენებლო ტენდერების გამოცხადება თებერვლის თვიდან ეტაპობრივად დაიწყება.

მშენებლობა ძველი სკოლის ტერიტორიაზე იგეგმება., რომელიც წლებია ავარიულ მდგომარეობაშია. კიცხის საჯარო სკოლაში, ამჟამად 90-მდე მოსწავლე სწავლობს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმდინარე წელს 22 მუნიციპალიტეტში, 27 სკოლის მშენებლობის დაწყებას გეგმავს.


წყარო: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია


| Print |