განათლება
სკოლის დამამთავრებელი გამოცდები მე-12 კლასელებსაც მოეხსნებათ
პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სკოლის დამამთავრებელი გამოცდები მე-12 კლასელებსაც მოეხსნებათ. როგორც მთავრობის მეთაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  აღნიშნა, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდები 2019 წელს მე-11 კლასისთვის, ხოლო 2020 წელს - მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოეხსნა. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად გამოცდების მოხსნა ორივე დამამთავრებელი კლასისთვის გადაწყდა.

"ჩვენ გვჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა გამოცდებისთვის მომზადებაზე. ჩვენი მიზანია სკოლის როგორც განათლების ფუნდამენტის გაძლიერება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ისევ ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს, როგორც აქამდე, ხოლო ახალი სისტემა მხოლოდ 2020 წლიდან ამოქმედდება.  2020 წლიდან აბიტურინეტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს  სამ სავალდებულო საგანში ჩააბარებენ: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს.  ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები  მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში  ისტორიას ჩააბარებენ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების
22:44 / 22.08.2019
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
22:06 / 22.08.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე, პაოლო იაშვილისა და ტიციან
13:09 / 13.08.2019
ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე, პაოლო იაშვილისა და ტიციან
2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით
ჩააბარებენ.
21:43 / 07.08.2019
2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში 4 სკოლის
რეაბილიტაციისათვის
18:02 / 02.08.2019
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში 4 სკოლის რეაბილიტაციისათვის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« აგვისტო  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
თბილისი 19 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 31 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ
2020 წელს ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაცია იგეგმება.
19:28 / 30.07.2019
,,ასსაფეხურიანი კიბე ჩაისმება იმ მარშრუტში, რომელიც ტურისტმა უნდა გაიაროს"- გიორგი ჭიღვარია
ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერმა მრჩეველთა
10:17 / 31.07.2019
საკრებულოში გია უკლებას ადგილს რომან ქვაჩაკიძე დაიკავებს
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
16:50 / 31.07.2019
,,ერთ კაპიკს ვერ დახარჯავ ისე, რომ არ იყოს ეს ნაჩვენები ოფიციალურად" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის ,,ტორპედოს" პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა კლუბში არსებულ ფინანსურ
18:51 / 26.07.2019
"ამ გაერთიანებამ რღვევა გიორგი გიორგობანიდან დაიწყო"
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების
17:06 / 01.08.2019