პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სკოლის

დამამთავრებელი გამოცდები მე-12 კლასელებსაც მოეხსნებათ. როგორც მთავრობის მეთაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  აღნიშნა, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდები 2019 წელს მე-11 კლასისთვის, ხოლო 2020 წელს – მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოეხსნა. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად გამოცდების მოხსნა ორივე დამამთავრებელი კლასისთვის გადაწყდა.

“ჩვენ გვჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა გამოცდებისთვის მომზადებაზე. ჩვენი მიზანია სკოლის როგორც განათლების ფუნდამენტის გაძლიერება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ისევ ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს, როგორც აქამდე, ხოლო ახალი სისტემა მხოლოდ 2020 წლიდან ამოქმედდება.  2020 წლიდან აბიტურინეტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს  სამ სავალდებულო საგანში ჩააბარებენ: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს.  ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები  მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში  ისტორიას ჩააბარებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *