2018-2019 სასწავლო წლიდან, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სკოლის გამოსაშვები გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმისთვის, რომ მოსწავლემ აიღოს ატესტატი, უნდა ჰქონდეს ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა. მოსწავლეები, რომლებიც წინა წლებში გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ სხვადასხვა მიზეზის გამო, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ. კლასის დაძლევის ან გაცდენების ექსტერნის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეები ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.

ატესტატს გასცემს სერვისების განვითარების სააგენტო კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების შემდეგ.

სკოლადამთავრებულებს, რომლებიც მოიპოვებენ ატესტატს, უფლება ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების მიზნით როგორც 2019 წელს, ასევე შემდგომ წლებშიც. ეროვნულ დონეზე საგამოცდო რეგისტრაციის ვადები გამოცხადდება დადგენილი წესით.

სამინისტროს ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება. შეიცვლება მხოლოდ ის წესი, რომლის მიხედვითაც, ორი ან მეტი არჩევითი საგნის ჩაბარებისას ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *