განათლება
ზესტაფონში, სოფელ არგვეთაში, 240 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება
ზესტაფონში, სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საჯარო სკოლის შენობა გათვლილი უნდა იყოს 240 მოსწავლეზე და უნდა მოიცავდეს შემდეგ სივრცეებს: 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია, დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია-არქივით, სამასწავლებლო, სასწავლო ნაწილის ოთახი, ბიბლიოთეკა წიგნ-საცავით, ექიმის კაბინეტი, მანდატურის/დაცვის ოთახი, სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის, კვების ბლოკი-სასადილო /ბუფეტი, დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით, რეკრეაცია, ფოიე გარდერობით, დერეფანი.

ასევე სასურველია სარდაფის ან ნახევარსარდაფის არსებობა.

უნდა მოეწყოს სპორტული დარბაზი, რომელსაც უნდა დაეთმოს შენობის I სართულზე სპეციალურად მიშენებული ფართი. დარბაზის ზომები უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის პროგრამას.

სპორტულ დარბაზთან უნდა არსებობდეს სპორტული ინვენტარის სათავსი, ბიჭებისა და გოგონებისათვის ცალ-ცალკე გასახდელი, საშხაპე, სან-კვანძი. ინსტრუქტორის ოთახი საშხაპით და სან-კვანძით.

სამუშაოების შესასრულებლად ჯამში 3 მილიონ 768 ათას 295 ლარია განკუთვნილი.


ფოტო:იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები განათლების ,
მეცნიერების,
16:09 / 26.05.2019
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები განათლების , მეცნიერების,
16:02 / 26.05.2019
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიმყოფებოდე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ქალაქში" - ამის შესახებ ქუთაისში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა ისტორიების თვის
ფარგლებში,
17:26 / 22.05.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა ისტორიების თვის ფარგლებში,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა ისტორიების თვის
ფარგლებში,
17:26 / 22.05.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა ისტორიების თვის ფარგლებში,
16:55 / 17.05.2019
"ამბავი თორმეტი სავანისა" - ასე ჰქვია ფილმს, რომლის პრეზენტაციაც ქუთაისში,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 12 - 27 °C
img
ქუთაისი 13 - 23 °C
img
ბათუმი 16 - 20 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
გიორგი ჭიღვარია: ქუთაისში ცისფერყანწელთა თეატრი აშენდება
"გვირილობის" დღესასწაული ქუთაისელებს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა.
14:26 / 02.05.2019
ზედამხედველობის სამსახურმა კაფე "სავანეს" მეპატრონეები 3 000 ლარით დააჯარიმა
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ბულვარში არსებული
16:58 / 30.04.2019