აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს.

უნივერსიტეტის რექტორობის სურვილი ორმა კანდიდატმა, როლანდ კოპალიანმა და დავით ნიშნიანიძემ გამოთქვეს. ამ წუთებში აკადემიური საბჭოს სხდომა იმართება, სადაც კანდიდატების შესახებ ინფორმაციას საბჭოს წევრები ისმენენ. საკუთარ ხედვებს, სამოქმედო გეგმას საბჭოს კანდიდატები გააცნობენ.

დავით ნიშნიანიძე ფიზიკა-მათემატიკის სკოლის დირექტორი და ამავე დროს წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორია. როლანდ კოპალიანი კი წერეთლის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის პროფესორია.

შეგახსენებთ, უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა ამ დრომდე გიორგი ღავთაძეს ეკავა. ის უნივერსიტეტის რექტორად ორჯერ იქნა არჩეული. ახალ რექტორს, 4 წლის ვადით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *