განათლება
„საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ ახალგაზრდულ კლუბებს SKYE პროგრამის დახმარებით ხსნის
SKYE კლუბი არის "ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი", რომელიც ახალი წევრების მიღებას აცხადებს. SKYE კლუბების წევრების ასაკი 14-22 წელია, ხოლო კლუბის ხანგრძლივობა - 9 თვე (მარტი-ნოემბერი, 2019); კლუბის წევრობა უფასოა. პროექტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები წინასწარ შერჩეულ, შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ახალგაზრდა ლიდერებთან. შეხვედრები აგებულია ინტერაქტიულ მეთოდებზე და მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობაზე. პროგრამა მოიცავს: ლიდერობის, დასაქმების, აქტიური მოქალაქეობის და სოციალური მეწარმეობის სასწავლო მიზნებს. 



ახალგაზრდულ კლუბებს SKYE პროგრამის დახმარებით ხსნის ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და GIZ მიერ დაფინანსებული პროექტის "ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისთვის" ფარგლებში.

ასოციაცია ,,საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი"" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International "-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია World Vision საქართველოსთან თანამშრომლობით. ორგანიზაციებს შორის დადებული პარტნიორული შეთანხმების საფუძველზე, თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული კლუბები იფუნქციონირებს World Vision საქართველოს ფარგლებში, ხოლო საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის - ქუთაისისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.
კლუბები იხსნება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ზუგდიდი, ქუთაისი, ახალციხე, ვალე, თელავი, ყარაჯალა.


დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს  - SKYE -წევრთა მიღება - SOS
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კამპანიას
21:44 / 23.04.2019
კამპანიას "აჩუქე წიგნი" იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" შეუერთდა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 10-დან 20%-მდე
ფასდაკლებით
17:08 / 23.04.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 10-დან 20%-მდე ფასდაკლებით
ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ შეეჩვივნენ უცხოელი სტუდენტები
16:27 / 18.04.2019
ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ შეეჩვივნენ უცხოელი სტუდენტები
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებმა
22:31 / 17.04.2019
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებმა
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 3 - 16 °C
img
ქუთაისი 5 - 17 °C
img
ბათუმი 8 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიის სტუდენტი გახდა
ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიაში 8 თვეა სწავლობს.
15:08 / 15.04.2019
"ერთად გავუფრთხილდეთ გულს და გონებას"-აქცია ქუთაისში
7 აპრილს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სამედიცინო კორპორაცია ევექსისა და აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
20:16 / 05.04.2019
PBL - ანუ როგორ უნდა იგრძნო თავი ექიმად პირველივე კურსიდან
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებმა
22:31 / 17.04.2019