განათლება
აწსუ-ში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა ქუთაისის ვიცე-მერ ნინო თვალთვაძესთან ერთად კვირეულის მონაწილეები დააჯილდოვა.

სერთიფიკატები გადაეცათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც საქართველოს პარლამენტში შექმნილი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით გამართულ სტუდენტური ესეების კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.

"ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნა, მათ შორის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩვენ ჩართულები ვიყავით როგორც პარლამენტის ღონისძიებებში ასევე უნივერსიტეტში გაიმართა საუნივერსიტეტო კვირეული. მოეწყო გამოფენები, ლექციები წაიკითხეს პროფესორებმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა და სულხან კუპრაშვილმა. 1919 წლის 12 მარტს შეკრებილმა დამფუძნებელმა კრებამ სათავე დაუდო ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას."- განაცხადა როლანდ კოპალიანმა.

| Print |