განათლება
ახალი სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 25 მარტს დაიწყება
2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველი საფეხური მიმდინარე წლის 25 მარტს დაიწყება, ხოლო ბოლო საფეხური 5 ივლისს დასრულდება.

პირველი ეტაპი 2019 წლის 25 მარტიდან 5 აპრილამდეა. ამ შემთხვევაში რეგისტრაციას სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები გაივლიან.

მეორე ეტაპი 2019 წლის 2 მაისიდან დაიწყება და 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია ან რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რაც შეეხება მესამე ეტაპს, ეს უკვე საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციაა. ის 2019 წლის 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე შესაძლებელია იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. ასევე იმ მოსწავლეების, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან პირველ და მეორე ეტაპზე. 

ბოლო, მეოთხე ეტაპი 2019 წლის 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება. განთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ის მოსწავლეები დარეგისტრირდებიან, რომლებმაც რეგისტრაცია I, II და III ეტაპებზე ვერ გაიარეს ან ახლა სურთ რეგისტრაციის შეცვლა.


ფოტო: ინტერნეტ სივრცე

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას აბარებენ.
12:03 / 16.07.2019
დღეს აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას აბარებენ.
იაკობ გოგებაშვილის
13:30 / 15.07.2019
იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" სკოლებში ბრუნდება. ამის შესახებ საქართველოს
ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსის
ერთ-ერთი
14:21 / 12.07.2019
ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსის ერთ-ერთი
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 23 - 33 °C
img
ქუთაისი 21 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019