2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

პირველი საფეხური მიმდინარე წლის 25 მარტს დაიწყება, ხოლო ბოლო საფეხური 5 ივლისს დასრულდება.

პირველი ეტაპი 2019 წლის 25 მარტიდან 5 აპრილამდეა. ამ შემთხვევაში რეგისტრაციას სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები გაივლიან.

მეორე ეტაპი 2019 წლის 2 მაისიდან დაიწყება და 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია ან რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რაც შეეხება მესამე ეტაპს, ეს უკვე საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციაა. ის 2019 წლის 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე შესაძლებელია იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. ასევე იმ მოსწავლეების, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან პირველ და მეორე ეტაპზე. 

ბოლო, მეოთხე ეტაპი 2019 წლის 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება. განთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ის მოსწავლეები დარეგისტრირდებიან, რომლებმაც რეგისტრაცია I, II და III ეტაპებზე ვერ გაიარეს ან ახლა სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *