ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების

დაცვით აშენებული საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა.  შუამთის საბავშვო ბაღის მშენებლობა გარდამავალი პროექტის ფარგლებში, ორ ეტაპად განხორციელდა.

პირველ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებული შპს “ჯი დი ეს კომპანი”-ს მიერ აშენდა და გადაიხურა შენობა. მშენებლობის მეორე ეტაპზე კი განხორციელდა შენობის შიდა სარემონტო-კოსმეტიკური სამუშაოები.

შუამთის საბავშვო ბაღის შენობა 80 აღსაზრდელზეა გათვლილი და მასში ფუნქციონირებს ბაგა ჯგუფიც. მშენებლობაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ჯამში 289 100 ლარი დაიხარჯა. 

ახალი საბავშვო ბაღის გახსნას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.  

ფოტო: ვანის მუნიციპალიტეტის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *