“ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019”-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

პრიზიორები სახელმწიფო, საერთაშორისო და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ დაასახელა. საქართველოს 32 სკოლის გუნდიდან სამი გამარჯვებული შეირჩა.

ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი -სოფელ როკითის სკოლა (იმერეთი); II ადგილი – წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზია (სამეგრელო); III ადგილი – “ქართული სასწავლებელი” (თბილისი). 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რჩეული პედაგოგიც გამოავლინა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის სკოლის პედაგოგს, თეა ტალახაძეს  “მწვანე ჯილდო 2019” გადაეცა.

ფინალურ ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებმა ის მნიშვნელოვანი ცვლილებები წარმოადგინეს, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს დიდ ქალაქებსა თუ მთის პატარა სოფლებში ახორციელებდნენ. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *