პირველ ეტაპზე სასწავლებელში 7 სხვადასხვა პროგრამაზე 98 სტუდენტი ისწავლის.

ისინის 10 კვირის მანძილზე თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას კოლეჯის ბაზაზე გაივლიან, ხოლო დარჩენილი 10 კვირის განმავლობაში ანაზღაურებად, საწარმოო პრაქტიკას გაივლიან “მ2”-ის სამშენებლო ობიექტებზე.

სწავლის დასრულების შემდეგომ კომპანია “მ2” ყველაზე წარმატებულებს საკუთარ მშენებლობებზე დაასაქმებს.

“დღეს მნიშვნელოვანი დღეა თითოეული ჩვენგანისათვის. ამ ადამიანებმა გააკეთეს სწორი არჩევანი რადგან “კონსტრუქტ2″ არის გზა თვითრეალიზებისა და წარმატებული მომავლისაკენ. მიხარია, რომ ამას აცნობიერებს უფრო მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ერთად ვახერხებთ შევქმნათ ახალი, ჯანსაღი ტენდენციები პროფესიული განათლების სფეროში”.- აცხადებს კოლეჯის “კონსტრუქტ2”  დირექტორი თამარ ზაქარაშვილი.

კოლეჯი 11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს მოამზადებს.

“კონსტრუქტ2” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია “მ2-ის” საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *