განათლება
აწსუ-ში ვიქტორინაში, "თუ დაივიწყე ენა ქართული!.." , გამარჯვებულები გამოვლინდნენ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ვიქტორინა "თუ დაივიწყე ენა ქართული!.." გაიმართა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისგან შემდგარმა 6 კაციან გუნდებმა მიიღეს. პირველი ადგილზე გუნდი " ჰერმესი" გავიდა, მეორეზე - "ედელვაისი", ხოლო მესამე ადგილი გუნდმა "შედგენილი შემასმენელი" მოიპოვა.

სახელმწიფო ენის დღისადმი მირღვნილი კვირეული აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.
| Print |