განათლება
ქუთაისში საბიბლოთეკო კვირეული გაიმართება
ქუთაისში საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით მხატვრული თუ ფოტო გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, წიგნების პრეზენტაციები და მწერლებთან შეხვედრები გაიმართება. 

საბიბლიოთეკო კვირეულის პროგრამა ასეთია: 

30 აპრილი

14:00 - კვირეულის გახსნა - დარეჯან ივანიძის ნამუშევრების გამოფენა "სამოთხის ბაღი". ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა, მის.: ლილი ნუცუბიძის ქ. N1;

1 მაისი

13:00 - გასვლითი ღონისძიება ქუთაისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში "მწვანეყვავილა". ლიტერატურული სახლის დამაარსებლის, პოეტ ანდრია სინაურის, საფლავის პატივგება. ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურული სახლი, მის.: სინაურის ქ. N40;

15:00 - "ნაოჭიანი მთვარის სისხლიანი ნათება". მკითხველების, მარიამ ხარაბაძისა და ფერიდე ჭანტურიას, ჩანახატების განხილვა. N8 საბავშვო ბიბლიოთეკა-ფილიალი, მის.: ახალგაზრდობის გამზირი N100ა;

17:00 - თვითნასწავლ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა. N17, N25 ბიბლიოთეკა-ფილიალებისა და სამკითხველო დარბაზის ერთობლივი ღონისძიება. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა, მის.: ლილი ნუცუბიძის ქ. N1;

2 მაისი

12:00 - N4 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალის ბიბლიოთეკარის, სოფიო მინაშვილის, ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა (პოლიმერული თიხა). ქუთაისის ცენტრალური ბულვარი;

14:00 - პოეტ მონიკა ჯიჭონაიას წიგნის "წრფელი ფიქრები" წარდგინება. N14 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, მის.: ნიკეას ქ. N64;

3 მაისი

14:00 - მხატვარ გელა ღაჭავას ნამუშევრების გამოფენა. N22 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, მის.: ავალიანის ქ.N16;

16:00 - შეხვედრა მწერალ დათო ბუაძესთან, N20 და N13 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალების ერთობლივი ღონისძიება. N20 - საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, მის.: ზ. ჭავჭავაძის ქ. N8ა;

4 მაისი

14:00 - შეხვედრა საბავშვო მწერალ თამარ ადამიასთან. საბავშვო ლიტერატურის განყოფილება, მის.: დუმბაძის ქ. N2; 6 მაისი

14:00 - სპეციალური მასწავლებლის, ეკა ქობალიას, ლექცია თემაზე "ბულინგი და სუიციდი". N18 და N8 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალების ერთობლივი ღონისძიება. N18 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, მის.: ბუხაიძის II შესახვევი N3;

15:00 კვირეულის დახურვა - შემეცნებითი ღონისძიება "სააღდგომო ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში". სააღდგომო ღია ბარათების გამოფენა. ქუთაისის საჯარო ბილიოთეკა, მის.: ლილი ნუცუბიძის ქ. N1.




ფოტო: ინტერნეტ სივრცე

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას აბარებენ.
12:03 / 16.07.2019
დღეს აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას აბარებენ.
იაკობ გოგებაშვილის
13:30 / 15.07.2019
იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" სკოლებში ბრუნდება. ამის შესახებ საქართველოს
ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსის
ერთ-ერთი
14:21 / 12.07.2019
ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსის ერთ-ერთი
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 21 - 33 °C
img
ქუთაისი 18 - 30 °C
img
ბათუმი 20 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019