განათლება
იმერეთში 14 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
იმერეთში 14 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საჯარო სკოლების რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.
საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად 460 ათას 325 ლარია გამოყოფილი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩატარდება იმერეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სკოლებში:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა;

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალფორეთის საჯარო სკოლა;

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლა;

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლა;

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის №2 საჯარო სკოლა;

ხონის მუნიციპალიტეტი სოფ. გორდის საჯარო სკოლა;

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლა;

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლე ხრესილის საჯარო სკოლა;

საჩხერეს მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯრო სკოლა;

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლა;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლა;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს №3 საჯარო სკოლა;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის №1 საჯარო სკოლა;

ქალაქ სამტრედიის №4 საჯარო სკოლა.


სატენდერო წინადადებების მიღება 21 მაისს იწყება და 24 მაისს მთავრდება.
| Print |