ტყიბულში 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა საბავშვო ბაღების შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მშენებლობისათვის ტენდერი გამოაცხადა.

ტყიბულში, ყოფილი N4 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ახალი ბაღის პროექტირება-მშენებლობისთვის 500 ათასი ლარია გამოყოფილი.

უნდა მოიცავდეს (თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლოს) შემდეგ სივრცეებს:
– ჯგუფის ოთახი 25-30 ბავშვზე (საძინებელი, სათამაშო/სასადილო სივრცე, გასახდელი, სან კვანძი)
– დირექტორის ოთახი
– პერსონალის ოთახი
– დამხმარე სათავსო
– დარბაზი
– სამზარეულო
– სამაცივრე სათავსო
– მედ. პუნქტი/იზოლატორი
– საუთოვებელი და სამრეცხაო ოთახი
– დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
– სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის;
– საშხაპე;
– დერეფანი;
– რეკრეაცია.

სატენდერო წინადადებების მიღება 5 ივნისს იწყება და 10 ივნისს მთავრდება.

ფოტო:ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *