საზოგადოება
"ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის 100 წელი"- ლექცია აწსუ-ში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა ისტორიების თვის ფარგლებში, საჯარო ლექცია მოეწყო. ქალთა უფლებები და ხელოვნებისათვის მებრძოლი ქალები ასი წლის განმავლობაში - თემაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დოქტორმა, ქეთი ანთელავამ ისაუბრა.

"ვისაუბრეთ თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქალბატონების ისტორიის 100 წელიწადზე ამერიკაში. ეს არის დაახლოებით 1840 -1940 წელი. არა მხოლოდ სამოქალაქო უფლებებისათვის მებრძოლი ქალები არიან საინტერესო, არამედ ხელოვნების სფეროშიც მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. განვიხილეთ პერიოდი ელიზაბეთ სტენტონიდან გერთრუდ უითნიმდე. ელიზაბეტ სტენტონის სახელს უკავშირდება გრძნობათა დეკლარაციის მიღება. ეს არის პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდა ქალების ბრძოლა თავიანთი უფლებებისათვის. გერტრუდ ვითნიმ 1932 წელს დაარსა ვითნის სახელობის თანამედროვე ამერიკული ხელოვნების მუზეუმი, რომელიც ხელოვნების სფეროში ისეთივე ფასეული მოვლენა იყო, როგორც გრძნობათა დეკლარაცია,"-განაცხადა ანთელავამ.

რაც შეეხება თანამედროვე გამოწვევების გენდერის სფეროში, ქეთი ანთელავა ამბობს, რომ ფემინიზმი საზოგადოების მხრიდან არასწორად არის გაგებული, რაც უარყოფით რეაქციებს იწვევს.

"დღევანდელი ფემინიზმი იწვევს ზოგჯერ უარყოფით რეაქციას, რომელიც უნდა მოიხსნას იმის ჩვენების ხარჯზე, რომ ფემინიზმი არ ნიშნავს აუცილებლად პოლიტიკაში ჩართულს, აუცილებლად ბიზნესში ჩართულს. არსებობს ჩვეულებრივი დიასახლისი, რომელსაც აწუხებს პრობლემები და უნდა თანასწორობა მოიპოვოს. მთავრია, რომ ფემინიზმი სწორად იყოს გაგებული,"-ამბობს ანთელავა.

ქალთა ისტორიების თვედ მარტია მიჩნეული, თუმცა, როგორც ანთელავა ამბობს, ერთი თვე საკმარისი არ არის, როდესაც თემატიკა აქტუალურია.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
წერეთლის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
15:52 / 14.06.2019
წერეთლის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
ძლიერი წვიმისა და სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან
12:56 / 14.06.2019
ძლიერი წვიმისა და სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან
ხარაგაულში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
12:24 / 14.06.2019
ხარაგაულში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაბული
08:48 / 14.06.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაბული
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივნისი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
თბილისი 17 - 31 °C
img
ქუთაისი 19 - 34 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019
ქუთაისის საკრებულოს წევრს ნანა კოსტავას მედიასაშუალებები აღარ გააშუქებენ

ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.

20:09 / 30.05.2019