“მთავარი მიზანი არის ის, რომ ხელი შევუწყოთ იმ ახალგაზრდებს, იმათ ვისაც

სურს პედაგოგობა და დავაფასოთ ღვაწლმოსილი პედაგოგები”.- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ ღვაწლმოსილი პედაგოგებისათვის 2 წლის ანაზღაურების მიღებასა და სკოლების ახალი კადრებით დაკომპლექტების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ეს არის ცოცხალი პროცესი. დაწყებულია რეგისტრაცია იმ პედაგოგების, რომლებსაც აქვთ სურვილი ღვაწლმოსილი პედაგოგის ორწლიანი კომპენსაცია მიიღონ. ვისაც სურს პედაგოგობა მათი რეგისტრაციას დაწყებულია და ესეც ცოცხალი პროცესია. უნა ვნახოთ შედეგები როგორი იქნება. წინასწარ ხომ არ ვიცით. მთავარი მიზანი არის ის, რომ ხელი შევუწყოთ იმ ახალგაზრდებს, იმათ ვისაც სურს პედაგოგობა და დავაფასოთ ღვაწლმოსილი პედაგოგები მათი სურვილიდან გამომდინარე რათქმაუნდა. მიიღონ ის ჯილდო რაც მათ პროფესიას, მათ გამოცდილებას დააფასებს. ისინი ისედაც აღიარებული არიან განათლების სიტემაში. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ როგორი მოცემულობა გვექნება.” – განაცხადა ნათია ზედგინიძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, მთავარი მნიშნელოვანია ქვეყანაში მეტი კვალიფიცირებული, სტატუსამაღლებული პედაგოგი იყოს, ჰქონდეთ მეტი ანაზღაურება და იყოს ახალი სისხლი განათლების სისტემაში.

შეგახსენებთ, 13 მაისს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე; თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა აცნობოს 2019 წლის ბოლომდე; თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი – ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ განაცხადოს 2019 წლის ბოლომდე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *