საზოგადოება
რა გამოწვევებია იმერეთის სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების კუთხით?
სამოქალაქო განათლების სწავლების კუთხით იმერეთის სკოლებში სხვადასხვა სიტუაციაა. აღნიშნულის შესახებ განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ლია კილაძემ განაცხადა. 

"ყველა თანხმდება იმაზე, რომ სამოქალაქო განათლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანია. შეიძლება ითქვას, ჩვენი ზოგადი განათლების სისტემა სამოქალაქო განათლებას ეფუძნება. მისი მთავარი მიზანი არის მოქალაქის აღზრდა და მისი ჩამოყალიბების ხელშეწყობა. სკოლებს შორის განსხვავება ბევრია, ზოგადად, პედაგოგების მომზადების ხარისხი, მოტივაცია, მობილიზაციის ხარისხი არის განსხვავებული. ეს აისახება პრაქტიკულ ღონისძიებებზე მოსწავლეებთან მუშაობისას. სხვადასხვა კვლევები ტარდება პროექტების ფარგლებში, ვერ ვიტყვი რომ ხარისხი სწავლების დაბალია, თუმცა 50%-ზე ზევით შედეგისათვის ვერ მიგვიღწევია. სამოქალაქო განათლების საგანი შედარებით ახალია და სკოლებს მათი სწავლების პროცესში დახმარება ესაჭიროება,"-განაცხადა ლია კილაძემ პროექტის "მომავლის თაობის" წლის შუალედურ შემაჯამებელ ღონისძიებაზე.

პროგრამა "მომავალი თაობა" მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

პროექტში იმერეთის რეგიონში 30 სკოლის 450-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული. წლის განმავლობაში 60 სასკოლო და 30 საკლუბო ინიციატივა განხორციელდა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის ეროვნული
გამოცდების
15:14 / 13.09.2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის ეროვნული გამოცდების
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით,
13:34 / 13.09.2019
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
11:35 / 13.09.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
17:18 / 12.09.2019
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 24 °C
img
ქუთაისი 14 - 24 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019