Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

განათლება
"საწინდარი" - აწსუ-ში ესეისტურ-კვლევითი ხასიათის კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

სახელოვნებო კვირეულის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო

უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. "საწინდარი" - ასე ჰქვია კრებულს, რომელშიც 23 ავტორის ესეისტური და კვლევითი ხასიათის წერილებია შესული.

"ამ კრებულს "საწინდარი" დავარქვით. ეს არის ჩვენი ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის წერილები და ესეები. დიდი ხანი ვფიქრობდით ამის გამოცემას, 2-3 წელი ვაგროვებდით საუკეთესო ნაშრომებს. წელს გადაწყდა გამოცემა. ზოგი ავტორი ორი-სამი თემითაცაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ასეთი ხასიათის კრებული უნივერსიტეტში პირველად გამოიცა. ვეცდებით, რომ სამომავლოდაც ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ვიმუშავოთ. მნიშვნელოვანია, რომ არ დაიკარგოს ის ნაწერები, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდები ჰქმნიან." - განაცხადა წიგნის რედაქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა გია ხოფერიამ.

წიგნი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, აგრეთვე, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული საქმეთა ცენტრის მხარდაჭერით დაიბეჭდა.

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ხელმძღვანელის, მინდია ბერეკაშვილის თქმით, გასულ წელს პოეტური კრბული "ჭაშნიკი" გამოსცეს. ესეისტურ-კვლევითი ხასიათის კრებულის გამოცემა კი მომავალ წელსაც იგეგმება.






 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პანდემიის პიროებებში სწავლის თანხის გადახდის გადავადებით
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
12:00 / 02.06.2020
პანდემიის პიროებებში სწავლის თანხის გადახდის გადავადებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - გეგუთსა და წყალტუბოში სკოლების
13:23 / 28.05.2020
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - გეგუთსა და წყალტუბოში სკოლების
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
16:39 / 22.05.2020
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 30 °C
img
ქუთაისი 14 - 29 °C
img
ბათუმი 16 - 21 °C
img
სოხუმი 15 - 23 °C
img
ფოთი 16 - 23 °C
img
თელავი 16 - 29 °C
img
მესტია 5 - 16 °C
img
ზუგდიდი 15 - 27 °C
img
ბორჯომი 11 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
პოლიტიკის სიახლეები