სახელოვნებო კვირეულის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო

უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. “საწინდარი” – ასე ჰქვია კრებულს, რომელშიც 23 ავტორის ესეისტური და კვლევითი ხასიათის წერილებია შესული.

“ამ კრებულს “საწინდარი” დავარქვით. ეს არის ჩვენი ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის წერილები და ესეები. დიდი ხანი ვფიქრობდით ამის გამოცემას, 2-3 წელი ვაგროვებდით საუკეთესო ნაშრომებს. წელს გადაწყდა გამოცემა. ზოგი ავტორი ორი-სამი თემითაცაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ასეთი ხასიათის კრებული უნივერსიტეტში პირველად გამოიცა. ვეცდებით, რომ სამომავლოდაც ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ვიმუშავოთ. მნიშვნელოვანია, რომ არ დაიკარგოს ის ნაწერები, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდები ჰქმნიან.” – განაცხადა წიგნის რედაქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა გია ხოფერიამ.

წიგნი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, აგრეთვე, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული საქმეთა ცენტრის მხარდაჭერით დაიბეჭდა.

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ხელმძღვანელის, მინდია ბერეკაშვილის თქმით, გასულ წელს პოეტური კრბული “ჭაშნიკი” გამოსცეს. ესეისტურ-კვლევითი ხასიათის კრებულის გამოცემა კი მომავალ წელსაც იგეგმება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *