ქუთაისში ჰაკათონი, იდეების კონკურსი გაიმართება. ღონისძიება განათლების, მეცნიერების,

კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსში გამარჯვებული და დაფინანსებული პროექტის “დასავლეთ საქართველოს ცნობილი და უცნობი კულტურული მარშრუტების” ფარგლებში მოეწყო. რეგიონის სტუდენტებს და ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება პრეზენტაციის სახით წარმოადგინონ კულტურული მარშრუტების იდეები.

საუკეთესო 10 სტუდენტი დაჯილდოვდება 3 თვიანი სტიპენდიით.

ჰაკათონი 19 ივნისს, 14:00 საათზე სასტუმრო “ბაგრატში” ჩატარდება.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *