განათლება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით მთელი დაიწყო. გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 41000-მდე აბიტურიენტი.

წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. აქედან ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს.

აბიტურიენტები გამოცდებს 1-ელ, 23-ე და 41-ე საჯარო სკოლებში მოწყობილ საგამოცდო ცენტრებში ჩააბარებენ.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,მყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

"მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე აბიტურიენტი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან."- ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.


განათლების მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით ენგურის ხიდზე აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას პრობლემა შეექმნა და მათ მიეცემათ საშუალება შემდგომ გამოცდებში მონაწილეობა მიიღონ.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
13:44 / 26.01.2020
"ჯორჯიან მანგანეზის" პროექტი "ეკოლოგიკა 2019”
13:44 / 26.01.2020
"ჯორჯიან მანგანეზის" პროექტი "ეკოლოგიკა 2019”
13:44 / 26.01.2020
"ჯორჯიან მანგანეზის" პროექტი "ეკოლოგიკა 2019”
ამინდი
თბილისი 0 - 9 °C
img
ქუთაისი 6 - 12 °C
img
ბათუმი 9 - 14 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020