დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ისევ ორ სესიად ჩააბარებენ.

შეფასებისა და გამოცდები ეროვნუსლი ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 98% – ზე მეტი გამოცხადდა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 3 საათი და 45 წუთი გრძელდება. 

წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. აქედან ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს.

აბიტურიენტები გამოცდებს 1-ელ, 23-ე და 41-ე საჯარო სკოლებში მოწყობილ საგამოცდო ცენტრებში ჩააბარებენ.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,მყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

“მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე აბიტურიენტი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.”- ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *