საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის

სამინისტრომ ე.წ. უფასო ფაკულტეტების სია გამოაქვეყნა. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 
ეს მიმართულებებია: ქართული ენა და ლიტერატურა, არქეოლოგია, ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ეკონომიკა, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითი განათლება), ელექტრული ინჟინერია, მშენებლობა, აგრონომია, 
აგრონედლეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზა, აგროინჟინერია, საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა, გერმანული ენა და ლიტერატურა, ფრანგული ენა და ლიტერატურა, აღმოსავლური ფილოლოგია, ქიმია, ეკოლოგია, გეოგრაფია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგიები), სატრანსპორტო ლოჯისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა, ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა
ხარისხის მართვა და ტექნიკურ-ეკონომიკური ექსპერტიზა, გამოყენებითი დიზაინი, ფარმაცევტული პრეპარატების ქიმია და ტექნოლოგია, 
გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასო მიმართულებებისათვის 2 მილიონ 124 ათასი ლარია განკუთვნილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *