წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 

ახალი სასწავლო წელი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, პედაგოგებსა და მშობლებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მიულოცა.

“ყველა პატარას ვულოცავ პირველ ნაბიჯებს საბავშვო ბაღში, ვულოცავ მათ მშობლებს, გილოცავთ თქვენ აღმზრდელებო, რადგან თქვენ გაკისრიათ უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. ოჯახის შემდეგ, დანარჩენ სოციალურ სამყაროს ბავშვები მხოლოდ თქვენით შეიცნობენ, ამ პატარებს თქვენ ასწავლით როგორ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი და სამშობლო ისე, როგორც მათ ასაკს შეეფრება. ჩვენი მომავალი თქვენს ხელთაა, მადლობა ამ უდიდესი შრომისთვის, ” – განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა. 

იმერეთის რეგიონში წყალტუბო პირველია სადაც ბაღებში სწავლა განახლდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *