განათლება
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულების სტუდენტი კონკურსში მაისში ჩაერთო. პირველი ეტაპი დოკუმენტაციის შერჩევა და უნივერსიტეტის სარეკომენდაციო წერილის გაგზავნა იყო. შემდეგ  გასაუბრება გაიარა. Google-მ სტუდენტური დეველოპერული გუნდის შესაქმნელად საქართველოდან სამი სტუდენტი შეარჩია. მათ შორის ერთ-ერთია თამთა კაპანაძე. 

,,კომპანია Google-ს აქვს დეველოპერების გუნდი Google Developers, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ახორციელებს სტუდენტურ კლუბებს (Google Developers Student Club). ამ კლუბების მიზანია, ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიების კუთხით, ამ კუთხით არსებული პრობლემების მოგვარება. წელს პირველად ჰქონდა საქართველოს ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.  საქართველოდან 3 სტუდენტი აგვარჩიეს. ამიკო მალანია - სან-დიეგოს უნივერსიტეტიდან, ომარ შირინიანი კი ევროპის უნივერსიტეტიდან. საბედნიეროდ, მათთან ერთად მეც მომეცა შანსი ამ კლუბს საფუძველი ჩავუყარო წერეთლის უნივერსიტეტში.
უკვე მყავს აწსუ-ს სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელთან ერთადაც ჯერ პროგრამირების კარგად შესწავლას ვაპირებ, შედეგ კი ვორქშოპების, ტრენინგების ჩატარებას - ნებისმიერი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანისთვის. გაზაფხულზე  ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე საიდუმლოდ დავტოვებ."- განუცხადა რადიო ,,ძველ ქალაქს" თამთა კაპანაძემ. 

19 წლის სტუდენტი კლუბის წევრებთან ერთად უკვე სხვადასხვა დეტალზე მუშაობს. ისინი მონაწიელბას გუგლის DSC ლიდერების ევროპის სამიტშიც მიიღებენ, რომელიც ოქტომბერში პარიზში გაიმართება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წლის შემოდგომაზე,
17:15 / 20.09.2019
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წლის შემოდგომაზე,
,, გუშინდელმა სანახაობამ, რაც იქ იყო და იმ სწორად დანახულმა ფაქტმა,
16:54 / 20.09.2019
,, გუშინდელმა სანახაობამ, რაც იქ იყო და იმ სწორად დანახულმა ფაქტმა,
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლების
16:29 / 20.09.2019
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლების
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 7 - 18 °C
img
ქუთაისი 7 - 18 °C
img
ბათუმი 12 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019