საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი”-ს ფარგლებში, პირველკლასელი მოსწავლეებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის განკუთვნილი კომპიუტერების დარიგება დასრულდა. წინა წილებთან შედარებით წელს პირველკლასელები კომპიუტერებს გამჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებით მიიღებენ.

“2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს საჯარო სკოლების ყველა პირველკლასელი მოსწავლე მიიღებს კომპიუტერებს. წინა წლებთან შედარებით, წელს შესყიდული პორტაბელური კომპიუტერების ტექნიკური მახასიათებლები გაუმჯობესებულია, კერძოდ კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერება და მყარი დისკის მოცულობა გაორმაგებულია.” – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში. 

პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” წარმატებულად ხორციელდება 2011 წლიდან .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *