საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით,

2019-2020 წლებში საქართველოს რეგიონებში აშენდება 63 ახალი სკოლა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 88 სკოლას. დაწყებულია 48 ახალი სკოლის პროექტირების-მშენებლობის სამუშაოები, 83 სკოლის რეაბილიტაციის პროექტირების სამუშაოები და 2 სკოლის სრული რეაბილიტაცია.

“პროგრამის დასრულების შემდეგ სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას. ყველა სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის,”-აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განათლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *