აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა, რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ მიულოცეს.

უნივერსიტეტმა წელს 1500 პირველკურსელი მიიღო, რომელთაგან 944 სახელწმიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პროგრამებზე ისწავლის. სახელმწიფო გრანტი 268 სტუდენტმა მოიპოვა, აქედან 100 %-იანი გრანტი მხოლოდ 12 სტუდენტს აქვს. მათ საჩუქრები პარტნიორი ორგანიზაციების ვი თი ბი -ისა და არდის წარმომადგენლებმა გადასცეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *